დიდგორობა: დღესასწაული და მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში დიდგორობას - დიდგორის ბრძოლის დღეს აღნიშნავენ, როცა დავით აღმაშენებლის მებრძოლებმა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაამარცხა.
ქართველები ამ ბრძოლას, რომელიც 1121 წლის 12 აგვისტოს შედგა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ქვეყნის დედაქალაქი თბილისში გადმოიტანეს. საქართველოს ოსტორიაში მაშინ დაიწყო პერიოდი, რომელსაც „ოქროს ხანას“ უწოდებენ.
ადგილზე, სადაც მრავალი საუკუნის წინ დიდგორის ბრძოლა გაიმართა, ახლა აღმართულია უჩვეულო მემორიალური კომპლექსი დიდი ზომის ხმლებით. მონუმენტის ავტორია სკულპტორი მერაბ ბერძენიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0