https://sputnik-georgia.com/20250812/regionebshi-zaglebtan-dakavshirebit-programa-daiwyo-294506233.html
რეგიონებში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაჭრიან
რეგიონებში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაჭრიან
Sputnik საქართველო
პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება. 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T19:00+0400
2025-08-12T19:00+0400
2025-08-12T19:00+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e93045c91d44017299dac0634e70ec88.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო, ნათქვამია უწყების გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განსახორციელებლად დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, უწყების ცნობით მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287513735_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_80e1e79c3cea1c1e2f87823481774139.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რეგიონებში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაჭრიან
პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო, ნათქვამია უწყების გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
„აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განსახორციელებლად დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ.
ამასთან, უწყების ცნობით მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა.