https://sputnik-georgia.com/20250812/ramdeni-daxarjes-qartvelma-turistebma-ucxoetshi-294499694.html
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა. 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T10:58+0400
2025-08-12T10:58+0400
2025-08-12T10:58+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_0:641:2501:2048_1920x0_80_0_0_b38c59728a7541b259217e314b25d699.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 582,8 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 1,9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1032,7 ლარს ხარჯავდა - 2,3%-ით ნაკლებს, ვიდრე 2024 წლის აპრილ-ივნისში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 715,1 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 2,5%-ით მეტია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (45,1%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 385,8 ათასი, რაც 7,1%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 34,7%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში - 14,3%, აზერბაიჯანში - 1,3% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18,3%.ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,4 ღამე შეადგინა, რაც 2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,4%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში – 12,1%, აზერბაიჯანში - 2,2% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,3%.2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,3 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 11,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_420:701:2216:2048_1920x0_80_0_0_7f09bf382b4e4a15374d7b1ac9ca5bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 582,8 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 1,9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1032,7 ლარს ხარჯავდა - 2,3%-ით ნაკლებს, ვიდრე 2024 წლის აპრილ-ივნისში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2025 წლის აპრილ-ივნისში
ხარჯების დასახელება | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში,% | ხარჯები ვიზიტზე, ლარი |
საყიდლები | 229,9 | 39,5 | 407,5 |
კვება | 155,5 | 26,7 | 275,5 |
კვება | 78,6 | 13,5 | 139,4 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 63,5 | 10,9 | 112,5 |
გართობა | 23,9 | 4,1 | 42,3 |
სხვა ხარჯები | 31,3 | 5,4 | 55,5 |
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 715,1 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 2,5%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (45,1%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 385,8 ათასი, რაც 7,1%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 34,7%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში - 14,3%, აზერბაიჯანში - 1,3% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18,3%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2025 წლის მეორე კვარტალში
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში,% |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 197,1 | 34,9 |
შოპინგი | 171,4 | 30,4 |
გართობა და დასვენება | 119,6 | 21,2 |
პროფესიული საქმიანობა | 46,5 | 8,2 |
მკურნალობა | 18,5 | 3,3 |
სხვა | 11,1 | 2,0 |
ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,4 ღამე შეადგინა, რაც 2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,4%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში – 12,1%, აზერბაიჯანში - 2,2% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,3%.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,3 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 11,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.