https://sputnik-georgia.com/20250812/prokuratura-bachiashviltan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs-294506634.html
რატომ დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ ბაჩიაშვილის განაჩენი? პროკურატურის განმარტება
რატომ დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ ბაჩიაშვილის განაჩენი? პროკურატურის განმარტება
Sputnik საქართველო
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების... 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T16:12+0400
2025-08-12T16:12+0400
2025-08-12T16:12+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა. მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა შეუფარდა. ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ასევე ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. უწყების ცნობით, სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, მსჯავრდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6,305 მლნ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 მლნ დოლარს, ხოლო მსჯავრდებულის - 1,305 მლნ დოლარს. შეთანხმებისამებრ, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე. ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1-წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.986,86 ბიტკოინს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, არ გადასცა და მიითვისა დაზარალებული ინვესტორის კუთვნილი 8.986,86 ოდენობის ბიტკოინი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა. გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორ საქმეზე - „მტკვარი ჰესის“ პროექტის განხორციელების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
რატომ დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ ბაჩიაშვილის განაჩენი? პროკურატურის განმარტება
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა შეუფარდა. ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ასევე ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, მსჯავრდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6,305 მლნ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 მლნ დოლარს, ხოლო მსჯავრდებულის - 1,305 მლნ დოლარს.
შეთანხმებისამებრ, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.
ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1-წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.986,86 ბიტკოინს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, არ გადასცა და მიითვისა დაზარალებული ინვესტორის კუთვნილი 8.986,86 ოდენობის ბიტკოინი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
„აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა.
გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორ საქმეზე - „მტკვარი ჰესის“ პროექტის განხორციელების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს.