https://sputnik-georgia.com/20250812/pashinianma-kobaxidzes-molaparakebebis-shedegebi-piradad-acnoba-294502934.html
ფაშინიანმა კობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები პირადად აცნობა
ფაშინიანმა კობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები პირადად აცნობა
Sputnik საქართველო
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე. 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T15:00+0400
2025-08-12T15:00+0400
2025-08-12T15:00+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/19/287019283_0:209:2000:1334_1920x0_80_0_0_43622978f560ed14cd753b01c330ed09.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას თავის ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძეს გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, იუწყება სომხეთის პრემიერის ოფისი.8 აგვისტოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.ფაშინიანმა პრემიერ კობახიძეს 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ:ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.როგორც ადრე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქა იწყება.თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ როგორც ამერიკის ლიდერმა განაცხადა, სომხეთს და აზერბაიჯანს დაევალა სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის საომარი მოქმედებები, დაამყარონ ორმხრივი ვაჭრობა და აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები. ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/19/287019283_217:216:1707:1334_1920x0_80_0_0_2655b1045e8dfbc1817173fecb56f127.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ფაშინიანმა კობახიძეს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები პირადად აცნობა
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას თავის ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძეს გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, იუწყება სომხეთის პრემიერის ოფისი.
8 აგვისტოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
ფაშინიანმა პრემიერ კობახიძეს 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ:
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების" პარაფირება
ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვა,
რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,
პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის".
ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.
„ისინი იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქა იწყება.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ როგორც ამერიკის ლიდერმა განაცხადა, სომხეთს და აზერბაიჯანს დაევალა სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის საომარი მოქმედებები, დაამყარონ ორმხრივი ვაჭრობა და აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.