https://sputnik-georgia.com/20250812/kvelaze-meti-qartuli-atami-rusetma-sheiskida-294505402.html
ყველაზე მეტი ქართული ატამი რუსეთმა შეისყიდა
ყველაზე მეტი ქართული ატამი რუსეთმა შეისყიდა
Sputnik საქართველო
ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 1,22 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T22:00+0400
2025-08-12T22:00+0400
2025-08-12T22:00+0400
საქართველო
რუსეთი
საქართველოს ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259657836_0:15:1921:1095_1920x0_80_0_0_325c5a1a5243fd7aa93de644ea2f9282.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის 1-ელი მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 19,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, საიდანაც 16 ტონა რუსეთში შეიტანეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოში ატმის კრეფის სეზონი მაისში იწყება, თუმცა წელს ამინდის პირობების გამო მოსავალი დაგვიანებით დამწიფდა და შესაბამისად, მოსავლის აღების ვადებმა გადაიწია. რუსეთის გარდა, ხილი ექსპორტზე გავიდა უკრაინაში (2,1 ათასი ტონა), სომხეთში (574 ტონა), ბელარუსში (313 ტონა), ლატვიაში (118 ტონა), ყაზახეთსა (18 ტონა) და პოლონეთში (18 ტონა).ამასთან, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 1,22 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 27,9 მლნ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამა გაიტანა ექსპორტზე. ერთი კილოგრამი ატმის საექსპორტო ფასი 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და 1,17 აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259657836_116:0:1733:1213_1920x0_80_0_0_d78c5581ca4db49f9a07a00a691091ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
ყველაზე მეტი ქართული ატამი რუსეთმა შეისყიდა
ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 1,22 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის 1-ელი მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 19,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, საიდანაც 16 ტონა რუსეთში შეიტანეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოში ატმის კრეფის სეზონი მაისში იწყება, თუმცა წელს ამინდის პირობების გამო მოსავალი დაგვიანებით დამწიფდა და შესაბამისად, მოსავლის აღების ვადებმა გადაიწია.
რუსეთის გარდა, ხილი ექსპორტზე გავიდა უკრაინაში (2,1 ათასი ტონა), სომხეთში (574 ტონა), ბელარუსში (313 ტონა), ლატვიაში (118 ტონა), ყაზახეთსა (18 ტონა) და პოლონეთში (18 ტონა).
უწყების ცნობით, ამ პერიოდში საქართველოდან ექპორტირებული ატმისა და ვაშლატამას ღირებულებამ 23,4 მლნ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 15%-ით, საექსპორტო ღირებულება კი 22%-ით გაიზარდა.
ამასთან, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 1,22 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 27,9 მლნ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამა გაიტანა ექსპორტზე. ერთი კილოგრამი ატმის საექსპორტო ფასი 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და 1,17 აშშ დოლარი შეადგინა.