https://sputnik-georgia.com/20250812/kobaxidze-didgorobis-dgesaswaulze-sitkvit-gamovida-294507024.html
კობახიძე: დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა
კობახიძე: დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T20:13+0400
2025-08-12T20:13+0400
2025-08-12T20:13+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/86/246218692_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_dda3b1f35ade185f2a5f005897715dd5.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს, საქართველოსთვის ასეთი თარიღიადიდგორობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.ტრადიციულად, დიდგორობა 12 აგვისტოს იმართება იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ქართველებმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მოიპოვეს.1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.პრემიერის თქმით, ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და ამავდროულად ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება.„ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლაში წარმატება. ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და, ამავდროულად, იმ ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება, რომელსაც ეფუძნება მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია", - განაცხადა კობახიძემ.რიცხობრივად უთანასწორო ომში დავით აღმაშენებლის სტრატეგიულმა ხედვამ, მებრძოლთა თავდადებამ და ერის ერთიანობამ შექმნა „ძლევაი საკვირველი“, რომელმაც არა მხოლოდ თავისუფლება მოუტანა ქვეყანას, არამედ საძირკველი ჩაუყარა საქართველოს „ოქროს ხანას" – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო აღორძინებას.მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.დღესასწაულის ისტორიაისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მიდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“, საკულტო წესები სრულდებოდა. იქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. იქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი.ქართლის გარდა დიდგორობა აღინიშნებოდა ხევსურეთშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/86/246218692_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_459e78e7489c2d4badb655efe4864d1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს, საქართველოსთვის ასეთი თარიღიადიდგორობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ტრადიციულად, დიდგორობა 12 აგვისტოს იმართება იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ქართველებმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მოიპოვეს.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
„დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა. ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს. 1121 წლის 12 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია ჩვენთვის", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და ამავდროულად ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება.
„ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლაში წარმატება. ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და, ამავდროულად, იმ ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება, რომელსაც ეფუძნება მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია", - განაცხადა კობახიძემ.
რიცხობრივად უთანასწორო ომში დავით აღმაშენებლის სტრატეგიულმა ხედვამ, მებრძოლთა თავდადებამ და ერის ერთიანობამ შექმნა „ძლევაი საკვირველი“, რომელმაც არა მხოლოდ თავისუფლება მოუტანა ქვეყანას, არამედ საძირკველი ჩაუყარა საქართველოს „ოქროს ხანას" – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო აღორძინებას.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.
„დღეს, ჩვენი თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ასევე იმ ქრისტიანულ ფასეულობათა დასაცავად, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი თვითმყოფადობა, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია ტრადიციულად ეფუძნებოდა და ეფუძნება ეფუძნება", - აღნიშნა პრემიერმა.
ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მიდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“, საკულტო წესები სრულდებოდა. იქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.
დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. იქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი.
ქართლის გარდა დიდგორობა აღინიშნებოდა ხევსურეთშიც.