https://sputnik-georgia.com/20250812/kaladze-meria-avariuli-shenobebidan-mosaxleobas-izulebit-ar-gamoasaxlebs-294507760.html
კალაძე: თბილისის მერია ავარიული შენობების მაცხოვრებლებს იძულებით არ გამოასახლებს
კალაძე: თბილისის მერია ავარიული შენობების მაცხოვრებლებს იძულებით არ გამოასახლებს
Sputnik საქართველო
მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა. მუნიციპალიტეტი ყველა ავარიული შენობის ეტაპობრივად ჩანაცვლებას გეგმავს. 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T21:00+0400
2025-08-12T21:00+0400
2025-08-12T21:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnk. საკუთრების უფლება კანონით არის გარანტირებული და მერია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, თუნდაც ის ავარიული იყოს, მოქალაქეებს იძულებით არ გამოასახლებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.თბილისში ავარიული შენობებიდან მოქალაქეების იძულებითი გამოსახლების აუცილებლობის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.14 ივლისის დღის მეორე ნახევარში მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ერთი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება.მისი თქმით, თუ კერძო საკუთრებაზეა საუბარი, მაშინ მესაკუთრეს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით გამოასახლოს ადამიანები თავისი საკუთრებიდან, მაგრამ ქალაქის მთავრობას არ აქვს უფლება, მესაკუთრეებს სახლები ჩამოართვას.მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა. ოფიციალური მონაცემები მოქალაქეების მიმართვის შემდეგ შენობების შემოწმებას ეფუძნება. დედაქალაქის მერია ყველა ავარიული შენობის ეტაპობრივად ჩანაცვლებას გეგმავს.საუბარია იმ საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ არქიტექტურულ ღირებულებას და რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე მნიშვნელოვნად აღემატება 50 წელს. პროცესი ხშირად ფერხდება ზოგიერთი მფლობელის მიერ მერიის პირობებთან შეუთანხმებლობის გამო. კანონის თანახმად, შენობის დანგრევისა და ახალი სახლის აშენების პროცესი შეიძლება განხორციელდეს მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები
კალაძე: თბილისის მერია ავარიული შენობების მაცხოვრებლებს იძულებით არ გამოასახლებს
მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა. მუნიციპალიტეტი ყველა ავარიული შენობის ეტაპობრივად ჩანაცვლებას გეგმავს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnk. საკუთრების უფლება კანონით არის გარანტირებული და მერია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, თუნდაც ის ავარიული იყოს, მოქალაქეებს იძულებით არ გამოასახლებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისში ავარიული შენობებიდან მოქალაქეების იძულებითი გამოსახლების აუცილებლობის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
14 ივლისის დღის მეორე ნახევარში მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ერთი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება.
„მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაც ძალით გამოვიყვანოთ თავისი სახლიდან და საცხოვრებელი ფართი დავუნგრიოთ", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თუ კერძო საკუთრებაზეა საუბარი, მაშინ მესაკუთრეს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით გამოასახლოს ადამიანები თავისი საკუთრებიდან, მაგრამ ქალაქის მთავრობას არ აქვს უფლება, მესაკუთრეებს სახლები ჩამოართვას.
„ჩვენ, მუნიციპალიტეტს არ გვაქვს ამის უფლება, არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია, იძულებით გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა. ოფიციალური მონაცემები მოქალაქეების მიმართვის შემდეგ შენობების შემოწმებას ეფუძნება. დედაქალაქის მერია ყველა ავარიული შენობის ეტაპობრივად ჩანაცვლებას გეგმავს.
საუბარია იმ საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ არქიტექტურულ ღირებულებას და რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე მნიშვნელოვნად აღემატება 50 წელს. პროცესი ხშირად ფერხდება ზოგიერთი მფლობელის მიერ მერიის პირობებთან შეუთანხმებლობის გამო. კანონის თანახმად, შენობის დანგრევისა და ახალი სახლის აშენების პროცესი შეიძლება განხორციელდეს მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში.