https://sputnik-georgia.com/20250812/chakvetadze-saqartvelos-nakrebs-seqtembris-matchebshi-ver-daexmareba-294506056.html
ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება
ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება
Sputnik საქართველო
25 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა 5 აპრილის შემდეგ არ მიუღია. 12.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-12T21:35+0400
2025-08-12T21:35+0400
2025-08-12T21:35+0400
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487983_0:0:1075:605_1920x0_80_0_0_e0a57e2eb0c2edbf9c2d2aef52dcc965.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბერში გასამართ ოფიციალურ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს - 4 სექტემბერს თურქეთის, 7 სექტემბერს კი ბულგარეთის გუნდს უმასპინძლებს.ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელს ტერფის ძვლის დაზიანების გამო ექვსი კვირის გამოტოვება მოუწევს.გიორგი ჩაკვეტაძე ტერფის რთული დაზიანების შემდეგ მომავალ თვეში მოედანზე დაბრუნებას გეგმავს. ქართველ ფეხბურთელს პრობლემა აპრილში, „ბრისტოლ სიტისთან“ გამართული გასვლითი შეხვედრის შემდეგ შეექმნა, რაც გადატვირთვისა და განმეორებითი დარტყმების შედეგი იყო.რეაბილიტაციის პროცესის გასაგრძელებლად ჩაკვეტაძე წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე დაბრუნდა და ახალი მწვრთნელის პაულო პეცოლანოს ხელმძღვანელობით სურდა, გუნდის საკვანძო ფიგურა გამხდარიყო. ივნისში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა ისევ არსებობდა, თუმცა ნაკლებად მძიმე ფორმით.25 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა 5 აპრილის შემდეგ არ მიუღია.ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბს 2023 წლის 2 აგვისტოს შეუერთდა. „უოტფორდი“ ინგლისის ფეხბურთის მეორე უმაღლეს დივიზიონში, ჩემპიონშიფში გამოდის.ჩაკვეტაძის საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიეტუვის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა - იმავე საღამოს მან ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487983_15:0:996:736_1920x0_80_0_0_aeadc650be4c9996699d30f9dcfa0faf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს სექტემბრის მატჩებში ვერ დაეხმარება
25 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა 5 აპრილის შემდეგ არ მიუღია.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბერში გასამართ ოფიციალურ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს - 4 სექტემბერს თურქეთის, 7 სექტემბერს კი ბულგარეთის გუნდს უმასპინძლებს.
ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელს ტერფის ძვლის დაზიანების გამო ექვსი კვირის გამოტოვება მოუწევს.
გიორგი ჩაკვეტაძე ტერფის რთული დაზიანების შემდეგ მომავალ თვეში მოედანზე დაბრუნებას გეგმავს. ქართველ ფეხბურთელს პრობლემა აპრილში, „ბრისტოლ სიტისთან“ გამართული გასვლითი შეხვედრის შემდეგ შეექმნა, რაც გადატვირთვისა და განმეორებითი დარტყმების შედეგი იყო.
რეაბილიტაციის პროცესის გასაგრძელებლად ჩაკვეტაძე წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე დაბრუნდა და ახალი მწვრთნელის პაულო პეცოლანოს ხელმძღვანელობით სურდა, გუნდის საკვანძო ფიგურა გამხდარიყო. ივნისში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა ისევ არსებობდა, თუმცა ნაკლებად მძიმე ფორმით.
25 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა 5 აპრილის შემდეგ არ მიუღია.
ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბს 2023 წლის 2 აგვისტოს შეუერთდა. „უოტფორდი“ ინგლისის ფეხბურთის მეორე უმაღლეს დივიზიონში, ჩემპიონშიფში გამოდის.
ჩაკვეტაძის საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიეტუვის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა - იმავე საღამოს მან ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა.