https://sputnik-georgia.com/20250811/metro-varketili-ramdenime-dgeshi-gaixsneba-294494714.html
მეტროს სადგური „ვარკეთილი" რამდენიმე დღეში გაიხსნება
მეტროს სადგური „ვარკეთილი" რამდენიმე დღეში გაიხსნება
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მეტროს სადგური „ვარკეთილი" რამდენიმე დღეში გაიხსნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 11.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-11T20:37+0400
2025-08-11T20:37+0400
2025-08-11T20:37+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417617_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a4593f03bc076b65c46b64fcc802ee60.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მეტროს სადგური „ვარკეთილი" რამდენიმე დღეში გაიხსნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნული მეტროს სადგური 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც მერიამ სადგურის დაკეტვის პერიოდისთვის გამოყო, კალაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება.დედაქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა პროექტირებასა და ექსპერტიზის ჩატარებაში იყო, რა მიმართულებითაც საქართველოში ექსპერტები ვერ მოიძებნა.მერიამ მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი უბრალოდ არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორ კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.შპს „ბადა კონსტრაქშენმა“ (Bada Construction LLC), სამუშაოების სირთულის გამო, მერიასთან ხელშეკრულების 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება მოითხოვა.მეტრო „ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417617_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_82a59711936d0d408e9ada23a1b14aa9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მეტროს სადგური „ვარკეთილი" რამდენიმე დღეში გაიხსნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნული მეტროს სადგური 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.
„მეტრო რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოები არ ჩატარდება იმ დროს, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროს სადგურის ერთი საათით ადრე დაკეტვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც მერიამ სადგურის დაკეტვის პერიოდისთვის გამოყო, კალაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება.
დედაქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა პროექტირებასა და ექსპერტიზის ჩატარებაში იყო, რა მიმართულებითაც საქართველოში ექსპერტები ვერ მოიძებნა.
მერიამ მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი უბრალოდ არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორ კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.
შპს „ბადა კონსტრაქშენმა“ (Bada Construction LLC), სამუშაოების სირთულის გამო, მერიასთან ხელშეკრულების 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება მოითხოვა.
მეტრო „ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.