წელს საქართველომ ლუდის ექსპორტიდან 3,6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

CC BY 2.0 / Bess Sadler / The Beer Store!ლუდის მაღაზია
ლუდის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2025
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველომ 9,8 მლნ დოლარის 8,8 მლნ ლიტრი ლუდი შეიძინა
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ლუდის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 3,6 მლნ დოლარი შეადგინა, ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების მოცულობა 26%-ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში გაიყიდა 3,1 ლიტრი ლუდი - 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 2,9 მლნ დოლარის ღირებულების 2,4 მლნ ლიტრი ლუდი გაყიდა.
წელს ქვეყნის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთი იყო, სადაც საქართველომ 1,1 მლნ ლიტრზე მეტი ლუდის რეალიზაციიდან 1,1 მლნ დოლარი გამოიმუშავა - სამეულშია რუსეთი და სომხეთიც.
ლუდის მთავარი საექსპორტო ქვეყნების ტოპ-5:
ყაზახეთი – 1,1 მლნ დოლარი, 1,1 მლნ ლიტრი;
რუსეთი – 522 ათასი დოლარი, 444,1 ათასი ლიტრი;
სომხეთი – 459 ათასი დოლარი, 443,4 ათასი ლიტრი;
აზერბაიჯანი – 288 ათასი დოლარი, 173,6 ათასი ლიტრი;
ისრაელი – 244 ათასი დოლარი, 253,3 ათასი ლიტრი.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველომ 9,8 მლნ დოლარის 8,8 მლნ ლიტრი ლუდი შეიძინა. იმპორტირებული ლუდის მოცულობა 21,8%-ით გაიზარდა.
წელს საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი გერმანიაა, საიდანააც ქვეყანამ 3,8 მლნ დოლარის 2,9 მლნ 2 913 649 ლიტრი ლუდი შეიძინა. მეორე ადგილზეა რუსეთი (1,2 მლნ დოლარის 1,4 მლნ ლიტრი).
ანალიტიკოსების მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მოსახლეობამ 138 მლნ ლიტრი ლუდი მოიხმარა, 2020 წელს კი 105 მლნ ლიტრი.
ყველა ახალი ამბავი
0