https://sputnik-georgia.com/20250811/ioai-qartvelma-moswavleebma-warmatebas-miagwies-294491986.html
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა მედლები მოიპოვეს
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა მედლები მოიპოვეს
Sputnik საქართველო
პეკინში გამართულ ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა 11.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-11T15:29+0400
2025-08-11T15:29+0400
2025-08-11T15:29+0400
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0b/294490802_0:206:1600:1106_1920x0_80_0_0_4e23702292fb03baea26161af7ccf147.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული AI ნაკრები და პირველივე წელს რამდენიმე მედალი მოიპოვა.ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა.ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თემიკო მაჭავარიანი, საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა.ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა - ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.მანამდე საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა.ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0b/294490802_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_ab8fb892a49e41871f7e0995b16a21ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა მედლები მოიპოვეს
პეკინში გამართულ ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული AI ნაკრები და პირველივე წელს რამდენიმე მედალი მოიპოვა.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან.
IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თემიკო მაჭავარიანი, საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა.
ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა - ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
მანამდე საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.