https://sputnik-georgia.com/20250811/id-barats-naxevar-pasad-miigeben-294490178.html
ID-ბარათი ნახევარ ფასად: საქართველოს მოქალაქეთა რომელი კატეგორია ისარგებლებს აქციით
ID-ბარათი ნახევარ ფასად: საქართველოს მოქალაქეთა რომელი კატეგორია ისარგებლებს აქციით
Sputnik საქართველო
აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა. 11.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-11T10:54+0400
2025-08-11T10:54+0400
2025-08-11T10:54+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24789/12/247891286_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_6b96bdd267b711ba698f46653df0e221.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქციას იწყებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID-ბარათი) არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე - პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. უწყების ცნობით, აქციის ფარგლებში ID-ბარათი მეათე სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი კი უფასო იქნება. ელექტრონული ID-ბარათები ნახევარ ფასად გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ერთ-ერთ შემდეგ პირობას აკმაყოფილებენ:ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24789/12/247891286_88:0:1512:1068_1920x0_80_0_0_2591d2e6411f856fe23f61c922d24d91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ID-ბარათი ნახევარ ფასად: საქართველოს მოქალაქეთა რომელი კატეგორია ისარგებლებს აქციით
აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქციას იწყებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID-ბარათი) არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე - პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე.
უწყების ცნობით, აქციის ფარგლებში ID-ბარათი მეათე სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი კი უფასო იქნება.
ელექტრონული ID-ბარათები ნახევარ ფასად გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ერთ-ერთ შემდეგ პირობას აკმაყოფილებენ:
არასდროს არ ჰქონიათ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა;
მათ სახელზე გაცემული ელექტრონული ID-ბარათი ვადაგასულია ან მისი მოქმედების ვადა 2025 წლის 5 ოქტომბრამდე იწურება და არ ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს
მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;
მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.