https://sputnik-georgia.com/20250810/volskis-komentari-rusetidan-deportirebul-ukrainelebze-294486766.html
ასე გადმოყვანა საფრთხის შემცველია: ვოლსკი რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინელებზე
ასე გადმოყვანა საფრთხის შემცველია: ვოლსკი რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინელებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება აღნიშნული პირების მონაცემები და მათი ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე... 10.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-10T20:45+0400
2025-08-10T20:45+0400
2025-08-10T21:22+0400
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_0:20:3000:1708_1920x0_80_0_0_a2a4099b604f6f33acad4f4e62f9058a.jpg
თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება აღნიშნული პირების მონაცემები და მათი ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დაახლოებით 87 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა უმეტესობა რუსეთის ციხეებში სასჯელმოხდილი პირები არიან, თუმცა საქართველომ აღნიშნული პირების ქვეყანაში შემოშვებაზე უარი განაცხადა. შსს-ის ცნობით, ამ ადამიანების უმეტესობა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე შემოსვლის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.9 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ როგორც განაცხადა, უწყება კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების გაღებაზე.როგორც დარახველიძემ განაცხადა, აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.შსს-ის ცნობით, აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებული არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.აღნიშნულ პირთა სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ქართული მხარის მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები, მაგრამ ყველა წინადადება უპასუხოდ დარჩა.შსს იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_222:0:2779:1918_1920x0_80_0_0_712845f73986a43b5dae7b86c040c469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება აღნიშნული პირების მონაცემები და მათი ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთიდან საქართველოს გავლით უკრაინაში დაახლოებით 87 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა უმეტესობა რუსეთის ციხეებში სასჯელმოხდილი პირები არიან, თუმცა საქართველომ აღნიშნული პირების ქვეყანაში შემოშვებაზე უარი განაცხადა. შსს-ის ცნობით, ამ ადამიანების უმეტესობა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე შემოსვლის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
„კრიმინალური წარსული არ არის ამ ადამიანების ერთადერთი მახასიათებელი. ბევრი ადამიანი შემოდის რუსეთიდან - რუსეთმა დაუშვა მათი წამოსვლა. რასაკვირველია, არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე ამ ადამიანების გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
9 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ როგორც განაცხადა, უწყება კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების გაღებაზე.
როგორც დარახველიძემ განაცხადა, აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
შსს-ის ცნობით, აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებული არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
აღნიშნულ პირთა სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ქართული მხარის მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები, მაგრამ ყველა წინადადება უპასუხოდ დარჩა.
შსს იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.