https://sputnik-georgia.com/20250810/ukrainam-da-evropelebma-sakutari-gegma-waradgines-294482456.html
უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს
უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს
Sputnik საქართველო
რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართება 10.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-10T13:39+0400
2025-08-10T13:39+0400
2025-08-10T13:39+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/87/241228797_0:0:3006:1691_1920x0_80_0_0_145f6a9b96a16f0bac28b6d678a2f927.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ევროპულმა ქვეყნებმა და უკრაინამ საკუთარი გეგმა წარადგინეს, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება გახდეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების გამართვის საფუძველი, წერს ამერიკული Wall Street Journal-ი ორ მაღალი რანგის ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.ევროპისა და უკრაინის ერთობლივი ინიციატივა დიდ ბრიტანეთში შაბათს მას შემდეგ წარადგინეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი და ტრამპი მომავალი კვირის ბოლოს ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს.გამოცემა აკონკრეტებს, რომ უკრაინელი და ევროპელი პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული გეგმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და სპეცწარმომადგენლებს - კიტ კელოგსა და სტივ უიტკოფს გადაეცათ.უკრაინულ-ევროპული გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ კიევის მიერ ტერიტორიული დათმობები დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების მკაცრი გარანტიებით. გარდა ამისა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ნატოში პოტენციური წევრობა, აკონკრეტებს გამოცემა.მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა და განაცხადა, რომ ის ტერიტორიული დათმობებისთვის მზად არ არის.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/87/241228797_10:0:2741:2048_1920x0_80_0_0_eea694e5219a8a716e84a8c06d752b1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ახალი ამბები
უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს
რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართება
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ევროპულმა ქვეყნებმა და უკრაინამ საკუთარი გეგმა წარადგინეს, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება გახდეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების გამართვის საფუძველი, წერს ამერიკული Wall Street Journal-ი ორ მაღალი რანგის ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.
ევროპისა და უკრაინის ერთობლივი ინიციატივა დიდ ბრიტანეთში შაბათს მას შემდეგ წარადგინეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი და ტრამპი მომავალი კვირის ბოლოს ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს.
„ევროპული წინადადება მოიცავს მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სხვა ნაბიჯის გადადგმამდე მიღწეულ უნდა იქნას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მასში ასევე ნათქვამია, რომ ტერიტორიების გაცვლა მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე შეიძლება მოხდეს“, - ნათქვამია პუბლიკაციააში.
გამოცემა აკონკრეტებს, რომ უკრაინელი და ევროპელი პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული გეგმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და სპეცწარმომადგენლებს - კიტ კელოგსა და სტივ უიტკოფს გადაეცათ.
უკრაინულ-ევროპული გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ კიევის მიერ ტერიტორიული დათმობები დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების მკაცრი გარანტიებით. გარდა ამისა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ნატოში პოტენციური წევრობა, აკონკრეტებს გამოცემა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა და განაცხადა, რომ ის ტერიტორიული დათმობებისთვის მზად არ არის.