https://sputnik-georgia.com/20250810/kalatburtis-nakrebi-lietuvas-dauprispirdeba-294481955.html
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების... 10.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-10T12:29+0400
2025-08-10T12:29+0400
2025-08-10T12:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281699123_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8c0623587ca54ab4faa163252ad7e772.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ეროვნული გუნდის მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იქნება - მატჩი კაუნასში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.ნაკრებს „ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, თუმცა, ლიეტუვასთან მატჩისთვის მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია დააკლდება. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული გუნდის კაპიტანმა პირადი მიზეზის გამო ლიეტუვა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით, შენგელია ნაკრებს ლიეტუვიდან გამგზავრების შემდეგ - ჩეხეთში შეუერთდება.საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, მათგან ორი - ისრაელთან და ესტონეთთან უკვე გაიმართა.საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:ლიეტუვა – საქართველო, 10 აგვისტოპოლონეთი – საქართველო, 14 აგვისტოჩეხეთი – საქართველო, 19 აგვისტო (დახურული შეხვედრა)ჩეხეთი – საქართველო, 21 აგვისტო.ამ ამხანაგური მატჩებში 12 კალათბურთელი გამოვლინდება, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.საქართველოს კალათბურთის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის გუნდებთან ერთად ითამაშებს.საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე მეექვსედ იასპარეზებს - ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი - ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი - ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი - კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის ფინალური ნაწილი რიგაში გაიმართება.„ევრობასკეტი 2025"-ის ფინალურ ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6-გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281699123_152:0:1972:1365_1920x0_80_0_0_cc5fac416d5e985ea47a20d81fb24c42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს.
ეროვნული გუნდის მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იქნება - მატჩი კაუნასში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ნაკრებს „ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, თუმცა, ლიეტუვასთან მატჩისთვის მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია დააკლდება.
კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული გუნდის კაპიტანმა პირადი მიზეზის გამო ლიეტუვა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით, შენგელია ნაკრებს ლიეტუვიდან გამგზავრების შემდეგ - ჩეხეთში შეუერთდება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, მათგან ორი - ისრაელთან და ესტონეთთან უკვე გაიმართა.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
ლიეტუვა – საქართველო, 10 აგვისტო
პოლონეთი – საქართველო, 14 აგვისტო
ჩეხეთი – საქართველო, 19 აგვისტო (დახურული შეხვედრა)
ჩეხეთი – საქართველო, 21 აგვისტო.
ამ ამხანაგური მატჩებში 12 კალათბურთელი გამოვლინდება, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის გუნდებთან ერთად ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე მეექვსედ იასპარეზებს - ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი - ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი - ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი - კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის ფინალური ნაწილი რიგაში გაიმართება.
„ევრობასკეტი 2025"-ის ფინალურ ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6-გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.