გომბორის უღელტეხილზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2025
გამოწერა
ექიმების განმარტებით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ ღამით, ფოლკლორულ ღონისძიებაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა ჭრილობა და მიიმალა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მას ცივი იარაღით ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
რამ გამოიწვია მხარეებს შორის დაპირისპირება, უცნობია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0