თხილის საექსპორტო ფასი 16%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2025
გამოწერა
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება 16%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 6,59 დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 119,7 მლნ დოლარის ღირებულების 18,2 ათასი ტონა თხილი გავიდა. 2023-2024 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა გაიზარდა 25%-ით, მისი ღირებულება კი 45%-ით.
ამ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე - იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, მაროკოსა და ალჟირში.
ყველა ახალი ამბავი
0