https://sputnik-georgia.com/20250809/ramdeni-gamoimushava-saxelmwipom-saxelmwipo-qonebis-privatizaciit-294473737.html
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
Sputnik საქართველო
იანვარ-ივნისში 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 261 უძრავი ქონება გაიყიდა. 09.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-09T11:49+0400
2025-08-09T11:49+0400
2025-08-09T11:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_d5eb8cf4fd2f1aa19e5452749b37d649.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან საქართველოს ბიუჯეტი 126,3 მილიონი ლარით შეივსო, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.შემოსავალმა 2025 წლის პირველი ნახევრის პრივატიზაციის გეგმას 136,13%-ით გადააჭარბა - მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 92,8 მლნ ლარს შეადგენდა. საერთო ჯამში, 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 59,3%-ით შესრულდა.უწყების ცნობით, იანვარ-ივნისში 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 261 უძრავი ქონება გაიყიდა.გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, უძრავი ქონების პრივატიზაციის პარალელურად, აქტიურად ყიდის მოძრავ ქონებას აუქციონების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაყიდული მოძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 6,2 მლნ ლარი შეადგინა.ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და ისინი გამოიყენება, მათ შორის მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გადატვირთულია სხვადასხვა სოციალური ვალდებულებებით, კერძო სექტორმა უნდა შეასრულოს ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_217:0:2886:2002_1920x0_80_0_0_b297f879cb263e81f3b0909735dddeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
იანვარ-ივნისში 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 261 უძრავი ქონება გაიყიდა.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან საქართველოს ბიუჯეტი 126,3 მილიონი ლარით შეივსო, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
შემოსავალმა 2025 წლის პირველი ნახევრის პრივატიზაციის გეგმას 136,13%-ით გადააჭარბა - მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 92,8 მლნ ლარს შეადგენდა.
საერთო ჯამში, 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 59,3%-ით შესრულდა.
უწყების ცნობით, იანვარ-ივნისში 463 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 261 უძრავი ქონება გაიყიდა.
საპრივატიზაციო ქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, უძრავი ქონების პრივატიზაციის პარალელურად, აქტიურად ყიდის მოძრავ ქონებას აუქციონების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაყიდული მოძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 6,2 მლნ ლარი შეადგინა.
ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და ისინი გამოიყენება, მათ შორის მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გადატვირთულია სხვადასხვა სოციალური ვალდებულებებით, კერძო სექტორმა უნდა შეასრულოს ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.