https://sputnik-georgia.com/20250809/kovaxize-somxetisa-da-azerbaijanis-setanxmebas-gamoexmaura-294477146.html
ახალი ეპოქის დასაწყისი - კობახიძე სომხეთის და აზერბაიჯანის შეთანხმებას გამოეხმაურა
ახალი ეპოქის დასაწყისი - კობახიძე სომხეთის და აზერბაიჯანის შეთანხმებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას, აღნიშნა კობახიძემ 09.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-09T15:59+0400
2025-08-09T15:59+0400
2025-08-09T15:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
აშშ
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
სომხეთი
აზერბაიჯანი
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქა იწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.დეკლარაციაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირობა დადეს, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ყველა სახის საომარ მოქმედებებს, დაამყარებენ ორმხრივ ვაჭრობას და აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს.ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.ბაქომ და ერევანმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას და დოკუმენტურად დააფიქსირეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნა ორ რესპუბლიკას შორის: ის დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ანკლავთან - ნახიჩევანთან. ამიერიდან ზანგეზურის დერეფანმა „ტრამპის მარშრუტის“ სახელწოდება მიიღო, მის მართვას კი სომხეთი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით განახორციელებს.
საქართველო
აშშ
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, აზერბაიჯანი, დონალდ ტრამპი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, აზერბაიჯანი, დონალდ ტრამპი
ახალი ეპოქის დასაწყისი - კობახიძე სომხეთის და აზერბაიჯანის შეთანხმებას გამოეხმაურა
საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას, აღნიშნა კობახიძემ
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქა იწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
„ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ წარმატებას - ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას”, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
დეკლარაციაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირობა დადეს, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ყველა სახის საომარ მოქმედებებს, დაამყარებენ ორმხრივ ვაჭრობას და აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.
ბაქომ და ერევანმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას და დოკუმენტურად დააფიქსირეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნა ორ რესპუბლიკას შორის: ის დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ანკლავთან - ნახიჩევანთან. ამიერიდან ზანგეზურის დერეფანმა „ტრამპის მარშრუტის“ სახელწოდება მიიღო, მის მართვას კი სომხეთი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით განახორციელებს.