https://sputnik-georgia.com/20250809/istoriuli-deklaracia-saqartvelos-sagareo-uwyeba-somxet-azerbaijanis-setanxmebaze-294479058.html
ისტორიული დეკლარაცია - საქართველოს საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებებზე
ისტორიული დეკლარაცია - საქართველოს საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებებზე
Sputnik საქართველო
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობის განმტკიცებას და რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას ისახავს... 09.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-09T21:53+0400
2025-08-09T21:53+0400
2025-08-09T21:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
აზერბაიჯანი
აშშ
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_e91722fb4cdc909f7b29f157f39e6e80.jpg
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირობა დადეს, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ყველა სახის საომარ მოქმედებებს, დაამყარებენ ორმხრივ ვაჭრობას და აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს.ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.ბაქომ და ერევანმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას და დოკუმენტურად დააფიქსირეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნა ორ რესპუბლიკას შორის: ის დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ანკლავთან - ნახიჩევანთან. ამიერიდან ზანგეზურის დერეფანმა „ტრამპის მარშრუტის“ სახელწოდება მიიღო, მის მართვას კი სომხეთი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით განახორციელებს.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3a05c8f0e1391d5af72e4cd5e907cc75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, აშშ , დონალდ ტრამპი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, აშშ , დონალდ ტრამპი
ისტორიული დეკლარაცია - საქართველოს საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებებზე
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობის განმტკიცებას და რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას ისახავს მიზნად, აღნიშნეს სამინისტროში
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
„ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირობა დადეს, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ყველა სახის საომარ მოქმედებებს, დაამყარებენ ორმხრივ ვაჭრობას და აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.
ბაქომ და ერევანმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას და დოკუმენტურად დააფიქსირეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნა ორ რესპუბლიკას შორის: ის დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ანკლავთან - ნახიჩევანთან. ამიერიდან ზანგეზურის დერეფანმა „ტრამპის მარშრუტის“ სახელწოდება მიიღო, მის მართვას კი სომხეთი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით განახორციელებს.