დედოფლისწყაროში 68 წლის მამაკაცი გველმა დაკბინა

© photo: Sputnik / A. Varfolomeev / გადასვლა მედიაბანკშიგიურზა
გიურზა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავალმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაგესლა.
თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გველმა 68 წლის მამაკაცი დაკბინა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა სოფელ ხორნაბუჯში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავალმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაგესლა.
მამაკაცი ზედა კიდურზე მიყენებული დაზიანებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა - არსებული ინფორმაციით, მამაკაცს უკვე გაუკეთდა ანტიგიურზინი.
საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. ქვეწარმავლებმა ბუდეების გაკეთება რომ ვერ შეძლონ, სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან, ასევე ბალახის მოთიბვას.
ყველა ახალი ამბავი
0