https://sputnik-georgia.com/20250809/arcevnebi-2025-monawileta-sia-gafartovda-294478765.html
არჩევნები-2025: მონაწილეთა სია გაფართოვდა
არჩევნები-2025: მონაწილეთა სია გაფართოვდა
Sputnik საქართველო
რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“. 09.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-09T20:55+0400
2025-08-09T20:55+0400
2025-08-09T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17-მა საარჩევნო სუბიექტებმა მიმართა, რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.64 ქალაქისა და რაიონის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.დღეისათვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისთვის შემდეგი პარტიები დაარეგისტრირა.რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.ცესკოში რეგისტრაცია პარტიებს მერობის კანდიდატების წარდგენისა და საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, პარტიებს შეუძლიათ აირჩიონ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში 64-ვე ქალაქსა და რაიონში, თუ მხოლოდ გარკვეულ რაიონებსა და ქალაქებში.პარტიები თავიანთ სიებსა და კანდიდატებს, თბილისის გარდა, თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე წარადგენენ.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".პარტიების უმეტესობა, რომლებმაც მონაწილეობაზე უარი თქვეს, აცხადებს, რომ არ აპირებენ ჩაერთონ „ხელისუფლების თამაშებში“, ისინი არჩევნებს „არალეგიტიმურს“ უწოდებენ, რადგან დღემდე არ უღიარებიათ საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო
არჩევნები-2025: მონაწილეთა სია გაფართოვდა
რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17-მა საარჩევნო სუბიექტებმა მიმართა, რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.
64 ქალაქისა და რაიონის მერის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.
დღეისათვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისთვის შემდეგი პარტიები დაარეგისტრირა.
„ძლიერი საქართველო – ლელო“
„გახარია საქართველოსთვის“
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
„კონსერვატორები საქართველოსთვის“
„მამული, ენა, სარწმუნოება“
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.
ცესკოში რეგისტრაცია პარტიებს მერობის კანდიდატების წარდგენისა და საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, პარტიებს შეუძლიათ აირჩიონ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში 64-ვე ქალაქსა და რაიონში, თუ მხოლოდ გარკვეულ რაიონებსა და ქალაქებში.
პარტიები თავიანთ სიებსა და კანდიდატებს, თბილისის გარდა, თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე წარადგენენ.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
პარტიების უმეტესობა, რომლებმაც მონაწილეობაზე უარი თქვეს, აცხადებს, რომ არ აპირებენ ჩაერთონ „ხელისუფლების თამაშებში“, ისინი არჩევნებს „არალეგიტიმურს“ უწოდებენ, რადგან დღემდე არ უღიარებიათ საპარლამენტო არჩევნების შედეგები.