პაპუაშვილი: მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2025
გამოწერა
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. 2008 წლის ომზე ბევრი დაწერილა, ბევრის გმირობა აღწერილა, ბევრის ბრალეულობაზეც თქმულა, ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას, დიდება სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„ისტორია კარგი მასწავლებელია, ვიდრე ის ახსოვთ, ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც... 17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ისეთივე პატრიოტები, როგორიც არის „ქართული ოცნება“.
„მთავარი, რამაც ბოლო წლებში ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა, არის ის, რომ გარე თუ შიდა მტრებს ხელისუფლებაში არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ. ჩვენ მაშინ მშვიდობისთვის ბრძოლის ის ეპიზოდი მოვიგეთ, მაგრამ მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია. ისტორია კარგი მასწავლებელია მანამ, სანამ ის ახსოვთ. ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც", - განაცხადა პაპუაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0