https://sputnik-georgia.com/20250808/nino-datashvils-psiqiatriuli-eqspertizistvis-stacionarshi-agar-gadaikvanen-294461802.html
პროკურატურა: დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის სტაციონარში აღარ გადაიყვანენ
პროკურატურა: დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის სტაციონარში აღარ გადაიყვანენ
Sputnik საქართველო
პოლიციამ აქტივისტი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა. 08.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-08T12:13+0400
2025-08-08T12:13+0400
2025-08-08T12:13+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დაკავებული აქტივისტ ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ამბულატორიული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზის მიზნით სტაციონარში აღარ გადაიყვანენ, განაცხადა დათაშვილის საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ.მისი თქმით, საექსპერტო დაწესებულებას თავად ბრალდების მხარემ მიმართა, რომ ექსპერტიზა ამბულატორიულად ჩატარებულიყო.მანამდე კი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნინო დათაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს წაუდგინეს დოკუმენტები, რომელშიც თანმხლებ დაავადებად მითითებულია დათაშვილის ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა. ანტისამთავრობო აქციების მონაწილე, აქტივისტ ნინო დათაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასამართლოს მანდატურის თანამშრომელზე თავდასხმა. დათაშვილს დანაშაულისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.შსს-ს ცნობით, 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ნინო დათაშვილმა, რომელიც არ დაემორჩილა მანდატურების მოთხოვნებს, თავს დაესხა ერთ-ერთ მათგანს.მოგვიანებით, 20 ივნისს, პოლიციამ აქტივისტი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. 21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
პროკურატურა: დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის სტაციონარში აღარ გადაიყვანენ
პოლიციამ აქტივისტი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დაკავებული აქტივისტ ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ამბულატორიული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზის მიზნით სტაციონარში აღარ გადაიყვანენ, განაცხადა დათაშვილის საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ.
მისი თქმით, საექსპერტო დაწესებულებას თავად ბრალდების მხარემ მიმართა, რომ ექსპერტიზა ამბულატორიულად ჩატარებულიყო.
„ბრალდებულის საუკეთესო ინტერესისა და იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარულ ექსპერტიზაზე, ჩვენი მხრიდან დაზუსტდა, რომ ბრალდებულს ჩასტარებოდა ამბულატორიული ექსპერტიზა. პენიტენციურ დაწესებულებაში თავად გამოცხადდა ექსპერტი, შეხვდა, გაესაუბრა მას და ამით საექსპერტო კვლევა დასრულებულია - სხვა სახის, დამატებითი ექსპერტიზა ამ საქმეზე აღარ ჩატარდება“,- განაცხადა ცირამუამ.
მანამდე კი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნინო დათაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს წაუდგინეს დოკუმენტები, რომელშიც თანმხლებ დაავადებად მითითებულია დათაშვილის ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა.
ანტისამთავრობო აქციების მონაწილე, აქტივისტ ნინო დათაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასამართლოს მანდატურის თანამშრომელზე თავდასხმა. დათაშვილს დანაშაულისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.
შსს-ს ცნობით, 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ნინო დათაშვილმა, რომელიც არ დაემორჩილა მანდატურების მოთხოვნებს, თავს დაესხა ერთ-ერთ მათგანს.
მოგვიანებით, 20 ივნისს, პოლიციამ აქტივისტი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა. 21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.