აპლკაცია Georgian Railway მოქალაქეთა მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის

© courtesy of Georgian Railwayჩქაროსნული მატარებელი
ჩქაროსნული მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2025
გამოწერა
მგზავრების დროული, კომფორტული და უსაფრთხო გადაყვანა „საქართველოს რკინიგზის" მთავარი პრიორიტეტია.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა" IOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს ახალ აპლიკაციას, Georgian Railway-ს სთავაზობს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველო რკინიგზის" ცნობით, მომხმარებლებს აპლიკაციის მეშვეობით ბილეთების შეძენის გარდა, მატარებლებში კონკრეტული ადგილის არჩევის საშუალება ექნებათ.
Georgian Railway უფასო, ქართულ და ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომლის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მგზავრების დროული, კომფორტული და უსაფრთხო გადაყვანა „საქართველოს რკინიგზის" მთავარი პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ინარჩუნებს მგზავრობის ხელმისაწვდომ ტარიფებს, რაც ქვეყნის რეგიონების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია.
ყველა ახალი ამბავი
0