https://sputnik-georgia.com/20250808/gadamzadebis-kursebis-dapinansebis-mosapoveblad-gancxadebis-migeba-iwyeba-294467660.html
პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწყება
პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწყება
Sputnik საქართველო
მსურველებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს, 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. 08.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-08T16:54+0400
2025-08-08T16:54+0400
2025-08-08T16:54+0400
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_107:343:1870:1335_1920x0_80_0_0_a67908b1e357522db9b464004fd03ca9.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სააგენტოს ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი სასწავლო ცენტრი, განსაკუთრებით, რეგიონებში მოქმედი დაწესებულებები აქტიურად ჩაერთონ და წარადგინონ განაცხადები.2025 წელს სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 ათასამდე მოქალაქეს სრულად დაუფინანსა მოთხოვნადი პროფესიების 80-ზე მეტი მოკლევადიანი კურსი - მათი დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_110:503:1219:1335_1920x0_80_0_0_a4a1fef971b2b1be6cb49fb642c33e6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, განათლება საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, განათლება საქართველოში
პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწყება
მსურველებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს, 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.
„მომზადება-გადამზადების პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ახალი უნარების გაძლიერებას და მათ სწრაფ დასაქმებას. კურსებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მასში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი სასწავლო ცენტრი, განსაკუთრებით, რეგიონებში მოქმედი დაწესებულებები აქტიურად ჩაერთონ და წარადგინონ განაცხადები.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 30-მდე კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან უკვე თანამშრომლობს. მოკლევადიანი პროფესიული სწავლება 1-დან 3 თვემდე გრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: კომპიუტერული პროგრამები, ესთეტიკური, სილამაზის, საბუღალტრო, სარესტორნო, სასტუმრო, სამზარეულო და საინჟინრო მიმართულებები, შინ მოვლის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის და სააღმზრდელო პროცესის წარმართვის პროფესიები.
2025 წელს სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 ათასამდე მოქალაქეს სრულად დაუფინანსა მოთხოვნადი პროფესიების 80-ზე მეტი მოკლევადიანი კურსი - მათი დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია.