https://sputnik-georgia.com/20250808/anakliis-portis-mshenebloba-294470373.html
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოში: სახელმწიფო ახალ გზებს აშენებს
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოში: სახელმწიფო ახალ გზებს აშენებს
Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენ წილს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. 08.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-08T19:48+0400
2025-08-08T19:48+0400
2025-08-08T19:48+0400
საქართველო
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24767/07/247670778_0:86:3001:1774_1920x0_80_0_0_9989d72c6a785800eb02317427dd6d1b.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ანაკლიაში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით, რომ სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნებოდა. სახელმწიფომ საკუთარ თავზე ასევე აიღო პორტის მშენებლობის ხარჯების ნაწილი.მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს ანაკლიის პორტამდე გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა.საქართველოს მთავრობამ ასევე დაავალა „საქართველოს რკინიგზას“ პორტამდე რკინიგზის ხაზის მშენებლობა და ფინანსთა სამინისტროსთვის ამ პროექტისთვის საჭირო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური) ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა, თუმცა, მოლაპარაკებები შეთანხმების შესახებ დეტალებთან დაკავშირებით არ დასრულებულა.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24767/07/247670778_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_52efaef8693faa2f4d95cc67b3e09e75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოში: სახელმწიფო ახალ გზებს აშენებს
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენ წილს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ანაკლიაში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით, რომ სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნებოდა. სახელმწიფომ საკუთარ თავზე ასევე აიღო პორტის მშენებლობის ხარჯების ნაწილი.
მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს ანაკლიის პორტამდე გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა.
საქართველოს მთავრობამ ასევე დაავალა „საქართველოს რკინიგზას“ პორტამდე რკინიგზის ხაზის მშენებლობა და ფინანსთა სამინისტროსთვის ამ პროექტისთვის საჭირო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.
ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური) ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა, თუმცა, მოლაპარაკებები შეთანხმების შესახებ დეტალებთან დაკავშირებით არ დასრულებულა.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.