https://sputnik-georgia.com/20250807/xelisupleba-diplomatebs-sasamartloze-zewolashi-adanashaulebs-294458028.html
რეაქცია ამაღლობელის განაჩენზე: ხელისუფლება დიპლომატებს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
რეაქცია ამაღლობელის განაჩენზე: ხელისუფლება დიპლომატებს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ევროპის ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ზიანის მიყენებისთვის სასჯელი არცთუ ის მსუბუქია და ხშირად უფრო მკაცრიც. 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T21:00+0400
2025-08-07T21:00+0400
2025-08-07T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b0bc7bf12811bad4ee6296226c86f763.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირის გათავისუფლების მოთხოვნა დაუშვებელია, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ 24-მა დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც სოლიდარობა გამოხატა ამაღლობელის მიმართ და მისი გათავისუფლება მოითხოვა. მსგავსი მოწოდებები გააკეთეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერმა ანიტა ჰიპერმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ზიანის მიყენებისთვის სასჯელი არცთუ ის მსუბუქია და ხშირად უფრო მკაცრიც.როგორც ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება. მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები არა საკუთარ აზრს, არამედ „დიფ სთეითის" პოზიციას აჟღერებენ.მან ასევე აღნიშნა, რომ სასჯელის საკითხებს - ვის უნდა მიესაჯოს სასჯელი და რამდენი წლით - კანონი და სასამართლო განსაზღვრავს და არა უცხო სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთობლივი განცხადებები.6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2025 წლის 12 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დროს ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის საქმეზე 2 წლით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და საპატიმრ სასჯელი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.ამაღლობელის ადვოკატები გეგმავენ სასჯელის შემსუბუქებას სააპელაციო სასამართლოში მიაღწიონ. ასევე მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_e21079c2ee4afd445ad81970b1c6ba61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
რეაქცია ამაღლობელის განაჩენზე: ხელისუფლება დიპლომატებს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
დეპუტატის თქმით, ევროპის ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ზიანის მიყენებისთვის სასჯელი არცთუ ის მსუბუქია და ხშირად უფრო მკაცრიც.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირის გათავისუფლების მოთხოვნა დაუშვებელია, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ 24-მა დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც სოლიდარობა გამოხატა ამაღლობელის მიმართ და მისი გათავისუფლება მოითხოვა. მსგავსი მოწოდებები გააკეთეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერმა ანიტა ჰიპერმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
„დიპლომატები, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებშიც განსაკუთრებით აქტიურად ხორციელდება „დიფ სთეითის“ გავლენები, ჩვენს ქვეყანაში თავდასხმას ახორციელებენ პირდაპირ მართლმსაჯულების სისტემაზე და მოუწოდებენ საქართველოს იმას, რასაც იდეაში უნდა ებრძოდეს ყველა დემოკრატიული ქვეყანა - ეს არის კანონის გარეშე უკანონო ქმედებების განხორციელება“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისა და მისთვის ზიანის მიყენებისთვის სასჯელი არცთუ ის მსუბუქია და ხშირად უფრო მკაცრიც.
როგორც ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება. მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები არა საკუთარ აზრს, არამედ „დიფ სთეითის" პოზიციას აჟღერებენ.
„წერონ და იკითხონ ეს კოლექტიური სამარცხვინო განცხადებები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აჩქარებს პროცესს, რომლის შედეგადაც საბოლოოდ გავთავისუფლდებით თავსმოხვეული ევრომისწრაფებისგან!", - დაწერა შაქარიშვილმა სოციალურ ქსელში.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასჯელის საკითხებს - ვის უნდა მიესაჯოს სასჯელი და რამდენი წლით - კანონი და სასამართლო განსაზღვრავს და არა უცხო სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთობლივი განცხადებები.
6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2025 წლის 12 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დროს ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის საქმეზე 2 წლით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და საპატიმრ სასჯელი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
ამაღლობელის ადვოკატები გეგმავენ სასჯელის შემსუბუქებას სააპელაციო სასამართლოში მიაღწიონ. ასევე მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.