https://sputnik-georgia.com/20250807/turizmis-administraciam-aqtiuri-marketinguli-kampania-daiwyo-294450894.html
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია დაიწყო
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია დაიწყო
Sputnik საქართველო
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს: 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T12:58+0400
2025-08-07T12:58+0400
2025-08-07T12:58+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/06/294441091_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_4fc35cfedac8fe5f83c89b07d1567ed3.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ახალი ინიციატივები წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ევროპის, აზიისა და ამერიკის სტრატეგიულ ბაზრებზე.უწყების ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ახალი ინიციატივები კერძო სექტორის - სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და მომსახურების სფეროს - წარმომადგენლებს გააცნო. კამპანია 11 ქვეყანას და ოთხ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან თანამშრომლობას მოიცავს.კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს:კამპანია ასევე ითვალისწინებს როუდ-შოუებს და ევროპის 32 ქალაქში 8 მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას. კერძო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ B2B-შეხვედრებსა და ვებინარებში, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ასობით ტურისტულ კომპანიასთან და მედიის წარმომადგენელთან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში.კამპანიის ძირითადი ბაზრებია გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვედეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები, ასევე ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი, აშშ, კანადა, იაპონია, ავსტრალია და სხვა.ტურიზმის სექტორი საქართველოში დინამიურად ვითარდება. მხოლოდ 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 7.368,149 შეადგინა, რაც 4,2%-ით მეტია 2023 წლის მალრდ დოლარს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/06/294441091_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3e129ab3bc5b920beb2e9433d817f265.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 31 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია დაიწყო
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს:
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ახალი ინიციატივები წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ევროპის, აზიისა და ამერიკის სტრატეგიულ ბაზრებზე.
უწყების ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ახალი ინიციატივები კერძო სექტორის - სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და მომსახურების სფეროს - წარმომადგენლებს გააცნო. კამპანია 11 ქვეყანას და ოთხ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან თანამშრომლობას მოიცავს.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს:
ციფრულ კამპანიებს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში, რადიოსა და პოდკასტებში;
PR-აქტივობებს: პრესრელიზებს, ინტერვიუებს;
B2B-შეხვედრებს, ონლაინ ვებინარებსა და ტრენინგებს;
მედიისა და ინფლუენსერებისთვის ორგანიზებულ პრესტურებს;
გარე სარეკლამო აქტივობებს — ბანერებსა და ავტობუსების ბრენდინგს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში.
კამპანია ასევე ითვალისწინებს როუდ-შოუებს და ევროპის 32 ქალაქში 8 მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას. კერძო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ B2B-შეხვედრებსა და ვებინარებში, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ასობით ტურისტულ კომპანიასთან და მედიის წარმომადგენელთან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში.
კამპანიის ძირითადი ბაზრებია გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვედეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები, ასევე ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი, აშშ, კანადა, იაპონია, ავსტრალია და სხვა.
ტურიზმის სექტორი საქართველოში დინამიურად ვითარდება. მხოლოდ 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 7.368,149 შეადგინა, რაც 4,2%-ით მეტია 2023 წლის მალრდ დოლარს მიაღწია.