https://sputnik-georgia.com/20250807/saqartelo-bulgaretis-matchis-biletebi-7-agvistos-gaikideba-294451518.html
საქართველო-ბულგარეთის მატჩის ბილეთები 7 აგვისტოს გაიყიდება
საქართველო-ბულგარეთის მატჩის ბილეთები 7 აგვისტოს გაიყიდება
Sputnik საქართველო
პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები თურქი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი. 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T11:28+0400
2025-08-07T11:28+0400
2025-08-07T11:28+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/18/292636509_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_167a337c25dda5d1e4915f99dfb81ea1.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველო-ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს „დინამო არენაზე" გამართავს - 4 სექტემბერს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს.ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები ბულგარელი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:13 დეკემბერს ციურიხში, FIFA-ს ოფისში გამართული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად E ჯგუფში თურქეთს, ბულგარეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდება.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/18/292636509_109:0:1389:960_1920x0_80_0_0_712ff7b9fcc827a84e51a48efd318026.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო-ბულგარეთის მატჩის ბილეთები 7 აგვისტოს გაიყიდება
პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები თურქი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველო-ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს „დინამო არენაზე" გამართავს - 4 სექტემბერს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს.
ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია.
პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში ადგილები ბულგარელი გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:
4 სექტემბერი, საქართველო-თურქეთი,
7 სექტემბერი, საქართველო-ბულგარეთი,
11 ოქტომბერი, ესპანეთი-საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი-საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო-ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი-საქართველო.
13 დეკემბერს ციურიხში, FIFA-ს ოფისში გამართული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად E ჯგუფში თურქეთს, ბულგარეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.