https://sputnik-georgia.com/20250807/rqivshi-restavracia-13883-purcels-chautarda-294452202.html
მიმდინარე წელს რესტავრაცია საარქივო ფონდის დოკუმენტების 13,5 ათასზე მეტ ფურცელს ჩაუტარდა
მიმდინარე წელს რესტავრაცია საარქივო ფონდის დოკუმენტების 13,5 ათასზე მეტ ფურცელს ჩაუტარდა
Sputnik საქართველო
დოკუმენტებს შორის არის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა. 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T15:00+0400
2025-08-07T15:00+0400
2025-08-07T15:00+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0d/273902974_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4d224f9c5cbbcd276790df0f3a4718e5.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციაზე ინტენსიურად მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, რესტავრაციის ლაბორატორიაში 2025 წლის ექვს თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 13.883 ფურცელს, 35-მდე ფოტოს, 52 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს. ასევე საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 129 გაზეთსა და 2 რუკას.უწყების ცნობით, დოკუმენტებს შორისაა საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა. 2025 წლის იანვარში ეროვნული არქივი გახდა წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Book and Paper Conservators – IADA) წევრი, რაც ეროვნული არქივის რესტავრატორებს საშუალებას მისცემს გაეცნონ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას; მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებსა და სასწავლო კურსებში; ითანამშრომლონ სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციასთან და მუდმივად მიიღონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების შესახებ. საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. ოფიციალური ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო. 2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0d/273902974_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c47d49ed8bf79ac671db5b8235c1db95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მიმდინარე წელს რესტავრაცია საარქივო ფონდის დოკუმენტების 13,5 ათასზე მეტ ფურცელს ჩაუტარდა
დოკუმენტებს შორის არის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციაზე ინტენსიურად მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, რესტავრაციის ლაბორატორიაში 2025 წლის ექვს თვეში რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 13.883 ფურცელს, 35-მდე ფოტოს, 52 ტექნიკურ ნახაზს და სხვა საარქივო დოკუმენტებს. ასევე საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა 129 გაზეთსა და 2 რუკას.
უწყების ცნობით, დოკუმენტებს შორისაა საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა.
2025 წლის იანვარში ეროვნული არქივი გახდა წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Book and Paper Conservators – IADA) წევრი, რაც ეროვნული არქივის რესტავრატორებს საშუალებას მისცემს გაეცნონ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას; მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებსა და სასწავლო კურსებში; ითანამშრომლონ სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციასთან და მუდმივად მიიღონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების შესახებ.
საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. ოფიციალური ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო.
2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანეს.