https://sputnik-georgia.com/20250807/rogor-sheicvala-binebis-pasi-tbilisshi-294434220.html
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3.297 ლარს შეადგენდა. 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T11:37+0400
2025-08-07T11:37+0400
2025-08-07T11:37+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_99545a91f9c38e1468e64b6c5a74fdba.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2025 წლის მეორე კვარტალში 5,4%-ით გაიზარდა, ამასთან პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 1%-ით შემცირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 56,1%-ით გაიზარდა.„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2025 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 0,6%-ით შემცირდა, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი 5,2%-ით გაიზარდა.თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2025 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, 2,5%-ით შემცირდა, 2024 წლის მეორხე კვარტალთან შედარებით კი 5,7%-ით გაიზარდა.„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.297 ლარი, თეთრი კარკასი – 3.583 ლარი, მწვანე კარკასი – 4.245 ლარი.2024 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.029 ლარი, თეთრი კარკასი – 3.366 ლარი, მწვანე კარკასი – 3.926 ლარი.ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_812592fb4956777474806e34ccf6925e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
2025 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3.297 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2025 წლის მეორე კვარტალში 5,4%-ით გაიზარდა, ამასთან პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 1%-ით შემცირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 56,1%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2025 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 0,6%-ით შემცირდა, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი 5,2%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 6 624 |
ვაკე | 5 856 |
ჩუღურეთი | 4 358 |
საბურთალო | 4 267 |
დიდუბე | 4 069 |
კრწანისი | 3 922 |
ნაძალადევი | 3 819 |
ისანი | 3 813 |
გლდანი | 3 669 |
სამგორი | 3 468 |
თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2025 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, 2,5%-ით შემცირდა, 2024 წლის მეორხე კვარტალთან შედარებით კი 5,7%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 4 462 |
ვაკე | 3 957 |
დიდუბე | 3 577 |
საბურთალო | 3 505 |
ისანი | 3 143 |
ჩუღურეთი | 3 068 |
სამგორი | 2 944 |
კრწანისი | 2 897 |
ნაძალადევი | 2 573 |
გლდანი | 2 540 |
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.297 ლარი, თეთრი კარკასი – 3.583 ლარი, მწვანე კარკასი – 4.245 ლარი.
2024 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.029 ლარი, თეთრი კარკასი – 3.366 ლარი, მწვანე კარკასი – 3.926 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.