https://sputnik-georgia.com/20250807/kalaburtis-nakrebi-fibas-reitingshi-dawinaurda-294450470.html
საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა
Sputnik საქართველო
„ევრობასკეტი 2025"-ის ფინალურ ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 07.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-07T12:29+0400
2025-08-07T12:29+0400
2025-08-07T12:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/06/294435049_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c3c87731abef609725d07ccc12d29043.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის (FIBA) რეიტინგში თავისი პოზიცია გაიუმჯობესა და ამჟამად მე-15 ადგილზეა.კალათბურთის გუნდების რეიტინგი ევროპის ჩემპიონატის წინ განახლდა, რომელიც 27 აგვისტოს იწყება. საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის რეიტინგში პირველ ადგილს სერბეთის ნაკრები იკავებს.წინა მაჩვენებელთან შედარებით, სერბი სპეციალისტი ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა რეიტინგში მე-15 (16) პოზიციაზე ერთი საფეხურით აიწია.ევრობასკეტის დაწყებამდე პრესტიჟული ტურნირისთვის მოსამზადებლად, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს მართავს - სულ ექვს შეხვედრას. ჯიკიჩის გუნდმა პირველი თამაში ისრაელის ნაკრებთან წააგო - 76:66.ესტონეთთან მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.საქართველოს კალათბურთის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის გუნდებთან ერთად ითამაშებს.საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე მეექვსედ იასპარეზებს - ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი - ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი - ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი - კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის ფინალური ნაწილი რიგაში გაიმართება.„ევრობასკეტი 2025"-ის ფინალურ ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6-გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/06/294435049_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_c744646405db2c110b1dc911d6086a14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა
„ევრობასკეტი 2025"-ის ფინალურ ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის (FIBA) რეიტინგში თავისი პოზიცია გაიუმჯობესა და ამჟამად მე-15 ადგილზეა.
კალათბურთის გუნდების რეიტინგი ევროპის ჩემპიონატის წინ განახლდა, რომელიც 27 აგვისტოს იწყება. საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის რეიტინგში პირველ ადგილს სერბეთის ნაკრები იკავებს.
წინა მაჩვენებელთან შედარებით, სერბი სპეციალისტი ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა რეიტინგში მე-15 (16) პოზიციაზე ერთი საფეხურით აიწია.
ევრობასკეტის დაწყებამდე პრესტიჟული ტურნირისთვის მოსამზადებლად, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს მართავს - სულ ექვს შეხვედრას. ჯიკიჩის გუნდმა პირველი თამაში ისრაელის ნაკრებთან წააგო - 76:66.
„შემდეგ მატჩში საქართველო ესტონეთს დაუპირისპირდება. ამიტომ მალე გავარკვევთ, სწორად მოვიქეცით თუ არა, როდესაც საქართველო რეიტინგში ერთი პოზიციით წინ წავწიეთ“, - ნათქვამია FIBA-ს ოფიციალურ ვებსაიტზე.
ესტონეთთან მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის გუნდებთან ერთად ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე მეექვსედ იასპარეზებს - ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი - ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი - ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი - კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის ფინალური ნაწილი რიგაში გაიმართება.
„ევრობასკეტი 2025"-ის ფინალურ ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6-გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.