ჩემპიონი, პატრიოტი და მმართველი: კალაძე თბილისის მერობას მესამე ვადით აპირებს - ვიდეო

გამოწერა
კახა კალაძემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპირებს თბილისის მერის პოსტზე მესამე ვადით იყაროს კენჭი. მისი კანდიდატურა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ წარადგინა.
ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურმა კალაძეს „ყველა გაგებით გამარჯვებული“ უწოდა - სპორტში, პოლიტიკასა და პატრიოტიზმში.
გამარჯვების შემთხვევაში თბილისის ისტორიაში კალაძე გახდება პირველი მერი, რომელიც თანამდებობას ზედიზედ მესამე ვადით დაიკავებს. კალაძე თბილისის მერი პირველად 2017 წელს გახდა, მეორედ - 2021 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0