https://sputnik-georgia.com/20250806/sent-enieni-zuriko-davitashvils-sxva-klubshi-gaushvebs-294436190.html
გაუშვებს თუ არა „სენტ-ეტიენი" დავითაშვილს სხვა კლუბში? Footmercato-ს ვერსია
გაუშვებს თუ არა „სენტ-ეტიენი" დავითაშვილს სხვა კლუბში? Footmercato-ს ვერსია
Sputnik საქართველო
გასულ სეზონზე დავითაშვილმა 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა 06.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-06T13:36+0400
2025-08-06T13:36+0400
2025-08-06T13:36+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290252081_0:81:1638:1002_1920x0_80_0_0_d265d67dd140f3ac1d9000af75ba6624.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბი „სენტ-ეტიენი“ არ აპირებს გაუშვას ქართველი ვინგერი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც არ სურს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში და ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში გადასვლაზე ფიქრობს, დაწერა გამოცემა Footmercato-ის რედაქტორმა სებასტიან დენიმ.გასულ სეზონზე დავითაშვილმა 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა - კლუბთან მისი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე მოქმედებს.დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლის ტრანსფერსაც კლუბის ხელმძღვანელობა არ განიხილავს.გამოცემის ინფორმაციით, დავითაშვილის შეძენით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებული, როგორებიცაა „რენი“, „სევილია“ და „ევერტონი“.Footmercato-ს ცნობით, ქართველ ვინგერს მხოლოდ უმაღლესი დივიზიონის კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ევროპულ ტურნირებზე ითამაშებს.აღსანიშნავია, რომ დავითაშვილს და „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერ ხვიჩა კვარაცხელიას ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ - მამუკა ჯუგელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290252081_0:0:1638:1229_1920x0_80_0_0_343f3d794b4950f4c7ad85cc6bda3c44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გაუშვებს თუ არა „სენტ-ეტიენი" დავითაშვილს სხვა კლუბში? Footmercato-ს ვერსია
გასულ სეზონზე დავითაშვილმა 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბი „სენტ-ეტიენი“ არ აპირებს გაუშვას ქართველი ვინგერი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც არ სურს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში და ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში გადასვლაზე ფიქრობს, დაწერა გამოცემა Footmercato-ის რედაქტორმა სებასტიან დენიმ.
გასულ სეზონზე დავითაშვილმა 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა - კლუბთან მისი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე მოქმედებს.
„ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ, „სენტ-ეტიენი“ საუკეთესო მოთამაშეების გაშვებას არ აპირებს. ჩვენი ინფორმაციით, კლუბის ეს მდგომარეობა ზურიკო დავითაშვილს აღიზიანებს. „სენტ-ეტიენს“ ახალი ციკლის დაწყება მოუწევს, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ფრანგული ფეხბურთის ელიტას. ამისთვის „მწვანეებმა“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: მათი მიზანი საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნებაა“, - დაწერა Footmercato-ის რედაქტორმა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლის ტრანსფერსაც კლუბის ხელმძღვანელობა არ განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, დავითაშვილის შეძენით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებული, როგორებიცაა „რენი“, „სევილია“ და „ევერტონი“.
Footmercato-ს ცნობით, ქართველ ვინგერს მხოლოდ უმაღლესი დივიზიონის კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ევროპულ ტურნირებზე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილს და „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერ ხვიჩა კვარაცხელიას ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ - მამუკა ჯუგელი.