https://sputnik-georgia.com/20250806/saarchevno-komisiebis-wevrebis-shesarchevi-konkursi-gamocxadda-294448270.html
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
5 აგვისტოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება... 06.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-06T21:00+0400
2025-08-06T21:00+0400
2025-08-06T21:00+0400
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. 5 აგვისტოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით პერიოდში. შესაბამისი განკარგულება ცესკომ 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.რაც შეეხება კონკურსის დეტალებს, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. დეტალური ინფორმაცია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. დეტალური ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია კონტაქტ-ჰაბის ტელეფონიზ მეშვეობით - 2 51 00 51. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო ცენტრს ტელეფონით 2 51 00 51 ნომერზე.დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. თოთოეულ საკრებულოში 15 -დან 50-მდე ადგილია.არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
5 აგვისტოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.
5 აგვისტოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ წარმართავს", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით პერიოდში. შესაბამისი განკარგულება ცესკომ 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.
განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.
რაც შეეხება კონკურსის დეტალებს, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. დეტალური ინფორმაცია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. დეტალური ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია კონტაქტ-ჰაბის ტელეფონიზ მეშვეობით - 2 51 00 51.
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო ცენტრს ტელეფონით 2 51 00 51 ნომერზე.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების
ფორმა იხილეთ ბმულზე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. თოთოეულ საკრებულოში 15 -დან 50-მდე ადგილია.
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პარტიამ დაადასტურა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „საქართველოსთვის“, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, „მამული, ენა, სარწმუნოება".
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები.