https://sputnik-georgia.com/20250806/potsa-da-tbiliss-shoris-blokmatareblebi-imozravebs-294437153.html
ფოთსა და თბილის შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებს
ფოთსა და თბილის შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებს
Sputnik საქართველო
ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ. 06.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-06T12:37+0400
2025-08-06T12:37+0400
2025-08-06T12:37+0400
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს პორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/03/293629049_0:69:2048:1221_1920x0_80_0_0_1d0e55d0f95aacf722b712b7bfe94b01.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლებელს ნიშნავს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში. კომპანიის ცნობით, ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით, კვირაში ოთხჯერ, იმოძრავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნისა და ტერმინალში მიწოდების დრო. აღნიშნული სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია „საქართველოს რკინიგზის“ მომხმარებლებისთვის, რადგანაც საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება. პირველი ბლოკ-მატარებელი დღეს Tbilisi Dry Port-ში შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, ,,დრაი პორტის" დამფუძნებელი და კომპანია „ემ-ეს-სი ჯორჯიას| დირექტორი დახვდნენ.თბილისის მშრალი პორტი (Tbilisi Dry Port) - პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ამოქმედდა. მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალური ლოჯისტიკური ცენტრი - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელება, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/03/293629049_156:0:1976:1365_1920x0_80_0_0_922203a35c3a74d1f03dfe66269e38d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს პორტები
საქართველო, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს პორტები
ფოთსა და თბილის შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებს
ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ-მატარებლებელს ნიშნავს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
კომპანიის ცნობით, ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით, კვირაში ოთხჯერ, იმოძრავებენ.
„მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ კონტეინერებით ბლოკ-მატარებელის შევსების მიუხედავად“, -ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნისა და ტერმინალში მიწოდების დრო.
აღნიშნული სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია „საქართველოს რკინიგზის“ მომხმარებლებისთვის, რადგანაც საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება.
„ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც ერთის მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
პირველი ბლოკ-მატარებელი დღეს Tbilisi Dry Port-ში შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, ,,დრაი პორტის" დამფუძნებელი და კომპანია „ემ-ეს-სი ჯორჯიას| დირექტორი დახვდნენ.
თბილისის მშრალი პორტი (Tbilisi Dry Port) - პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ამოქმედდა. მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალური ლოჯისტიკური ცენტრი - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელება, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ.