მოსამართლეს წყალი შეასხა - სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2025
გამოწერა
მელიამ 30 მაისს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, პატიმრობაში დატოვა.
ინციდენტი 30 მაისს მოხდა, როდესაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50.000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მელიამ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოიჩინა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკოსს ბრალი 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წაუყენეს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა მელია 29 მაისს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0