https://sputnik-georgia.com/20250806/gverksa-da-xemagalashi-mewyeri-gaaqtiurda-294449482.html
მეწყრული პროცესების გააქტიურება: სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია
მეწყრული პროცესების გააქტიურება: სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია
Sputnik საქართველო
ხარაგაულის აღნიშნული სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებლებში გაიყვანეს, ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს. 06.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-06T22:35+0400
2025-08-06T22:35+0400
2025-08-06T22:35+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_0:29:550:338_1920x0_80_0_0_93bfc92c95e1f0e21ac01077bfeba4d2.png
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებლებში გაიყვანეს, ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს და არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება.მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_31:0:519:366_1920x0_80_0_0_c4a37f9855f8fbc41ca064e05243c05a.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მეწყრული პროცესების გააქტიურება: სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია
ხარაგაულის აღნიშნული სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებლებში გაიყვანეს, ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებლებში გაიყვანეს, ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების ცნობით, მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართებით უზრუნველყო. თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
„სოფელ ღვერკსა და ხემაღალში მიმდინარე კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, გეოლოგების ცალსახა რეკომენდაციაა მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს და არ დააყენონ რისკის ქვეშ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება.
მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.