https://sputnik-georgia.com/20250806/giorgi-axobadze-gaatavisuples-294447789.html
არასაკმარისი მტკიცებულებები: სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გაამართლა
არასაკმარისი მტკიცებულებები: სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გაამართლა
Sputnik საქართველო
თავად ახობაძე დაკავებას და ბრალდებას პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებდა. 06.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-06T21:37+0400
2025-08-06T21:37+0400
2025-08-06T21:37+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი გიორგი ახობაძე, რომელსაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, უდანაშაულოდ ცნო.მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამამართლებელი განაჩენის მიზეზად დანაშაულის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა.ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პოლიცია ამტკიცებდა, რომ მის ბინაში ნარკოტიკები იპოვეს.ამასთან, როგორც სასამართლოზე გაირკვა, ნარკოტიკების შეფუთვაზე ახობაძის თითის ანაბეჭდები არ იყო, პოლიციას კი ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი არ ჰქონდა.ახობაძის დანაშაულის ერთადერთი მტკიცებულება შეფუთვაზე მისი დნმ-ის კვალი და სამართალდამცველების ჩვენებები იყო. მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია იმის დასამტკიცებლად, რომ ექიმი სახლში ნარკოტიკულ საშუალებებს მართლა ინახავდა.ახობაძეს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თავად ახობაძე დაკავებას და ბრალდებას პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
არასაკმარისი მტკიცებულებები: სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გაამართლა
თავად ახობაძე დაკავებას და ბრალდებას პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებდა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი გიორგი ახობაძე, რომელსაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამამართლებელი განაჩენის მიზეზად დანაშაულის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა.
ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პოლიცია ამტკიცებდა, რომ მის ბინაში ნარკოტიკები იპოვეს.
ამასთან, როგორც სასამართლოზე გაირკვა, ნარკოტიკების შეფუთვაზე ახობაძის თითის ანაბეჭდები არ იყო, პოლიციას კი ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი არ ჰქონდა.
ახობაძის დანაშაულის ერთადერთი მტკიცებულება შეფუთვაზე მისი დნმ-ის კვალი და სამართალდამცველების ჩვენებები იყო. მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია იმის დასამტკიცებლად, რომ ექიმი სახლში ნარკოტიკულ საშუალებებს მართლა ინახავდა.
ახობაძეს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად ახობაძე დაკავებას და ბრალდებას პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებდა.