https://sputnik-georgia.com/20250805/zemo-imeretshi-aziur-parosanas-ebrzvian-294412463.html
ზემო იმერეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
ზემო იმერეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. 05.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-05T15:35+0400
2025-08-05T15:35+0400
2025-08-05T15:35+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
აზიური ფაროსანა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280345192_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_584668c99da3108c85a47047c7e254f8.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ზემო იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ზემო იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.სააგენტოს სპეციალისტებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს - სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით შეწამლვის სამუშაოები 360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ასევე ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით.სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280345192_109:0:1837:1296_1920x0_80_0_0_47c9c93e303507e2895c74adb6de802a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიური ფაროსანა, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიური ფაროსანა, ახალი ამბები
ზემო იმერეთში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ზემო იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ზემო იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
სააგენტოს სპეციალისტებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს - სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით შეწამლვის სამუშაოები 360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ასევე ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.