https://sputnik-georgia.com/20250805/saqartveloshi-winasaarchevno-kampania-opicialurad-daiwyo-294429856.html
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
Sputnik საქართველო
მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება. 05.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-05T20:13+0400
2025-08-05T20:13+0400
2025-08-05T20:13+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება. მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლიათ. მოქალაქები არჩევნებზე სამ ბიულეტენს მიიღებენ: ერთს - მერის ასარჩევად, ერთს- პარტიისთვის ხმის მისაცემად და ერთს - მაჟორიტარული სისტემით ხმის მისაცემად. საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. თოთოეულ საკრებულოში 15 -დან 50-მდე ადგილია. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება.
მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ერთდროულად ქვეყნის 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.
მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლიათ.
მოქალაქები არჩევნებზე სამ ბიულეტენს მიიღებენ: ერთს - მერის ასარჩევად, ერთს- პარტიისთვის ხმის მისაცემად და ერთს - მაჟორიტარული სისტემით ხმის მისაცემად.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. თოთოეულ საკრებულოში 15 -დან 50-მდე ადგილია.
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პარტიამ დაადასტურა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „საქართველოსთვის“, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, „მამული, ენა, სარწმუნოება".
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები