ნისლი ბათუმში: ორმა სამგზავრო თვითმფრინავმა პირველივე ცდაზე დაშვება ვერ განახორციელა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobokთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2025
გამოწერა
აეროპორტის ცნობით, სირთულეების მიზეზი ნისლი გახდა, რომელმაც ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ხილვადობა შეაფერხა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ძლიერი ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში ორმა სამგზავრო თვითმფრინავმა პირველივე ცდაზე დაშვება ვერ განახორციელა.
საუბარია სტამბულის და თელ-ავივის ავიარეისებზე.
Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც სტამბულიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისს ასრულებდა, პირველი დაშვება, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 09:27 საათზე სცადა, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო დაშვება ვერ შეძლო.
09:39 საათზე მეორე მცდელობაც ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა - არაერთი მცდელობის შემდეგ თვითმფრინავი თურქეთში, ქალაქ სამსუნში გაფრინდა.
ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა თელ-ავივი-ბათუმის რეისზეც. აეროპორტის ცნობით, სირთულეების მიზეზი ნისლი გახდა, რომელმაც ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ხილვადობა შეაფერხა.
თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისმა ბათუმში დაშვება მხოლოდ მეორე ცდაზე, 09:58 საათზე მოახერხა.
ყველა ახალი ამბავი
0