https://sputnik-georgia.com/20250805/mamardashvilma-liverpulis-shemadgenlobashi-enfildze-itamasha-294420606.html
დებიუტი „ენფილდზე“: მამარდაშვილმა „ლივერპულის" შემადგენლობაში ლეგენდარულ სტადიონზე ითამაშა
დებიუტი „ენფილდზე“: მამარდაშვილმა „ლივერპულის" შემადგენლობაში ლეგენდარულ სტადიონზე ითამაშა
Sputnik საქართველო
მამარდაშვილმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, 83-ე წუთზე კი ისეთი დარტყმა მოიგერია, „ენფილზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ქართველისთვის ოვაციები არ დანანებიათ. 05.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-05T14:28+0400
2025-08-05T14:28+0400
2025-08-05T14:28+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294411773_0:0:1279:719_1920x0_80_0_0_64fba539ef2a9366a84b93a3d35f6f4c.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ენფილდის" ლეგენდარულ სტადიონზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ინგლისურმა კლუბმა „ლივერპული“ ბილბაოს „ატლეტიკო“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.ინგლისის და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, „ლივერპულმა“, გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს „ვალენსიიდან“ შეიძინა. ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით დარჩა. „ვალენსიამ" მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.ინგლისური კლუბი ბასკებს ორი შემადგენლობით დაუპირისპირდა. პირველი მატჩი გუნდებმა სათადარიგო შემადგენობით ჩაატარეს და პრემიერლიგელებმა ლა ლიგის წარმომადგენელს ანგარიშით 4:1 სძლიეს. ამ მატჩში კარში ფრედერიკ ვუდმანი იდგა.მეორე მატჩში მამარდაშვილი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა. ინგლისურმა გუნდმა გაიმარჯვა კოდი გაკპოს (2) და მოჰამედ სალაჰის გოლების წყალობით. გაკპომ მესამე გოლიც გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში.მამარდაშვილმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, 83-ე წუთზე კი ისეთი დარტყმა მოიგერია, „ენფილზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ქართველისთვის ოვაციები არ დანანებიათ.„ლივერპულმა“ სეზონისთვის მზადება დაასრულა. გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასთან“ გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294411773_0:0:1279:959_1920x0_80_0_0_7bbe46bc7f2271ea88016896b9431cd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
დებიუტი „ენფილდზე“: მამარდაშვილმა „ლივერპულის" შემადგენლობაში ლეგენდარულ სტადიონზე ითამაშა
მამარდაშვილმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, 83-ე წუთზე კი ისეთი დარტყმა მოიგერია, „ენფილზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ქართველისთვის ოვაციები არ დანანებიათ.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ენფილდის" ლეგენდარულ სტადიონზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ინგლისურმა კლუბმა „ლივერპული“ ბილბაოს „ატლეტიკო“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ინგლისის და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, „ლივერპულმა“, გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს „ვალენსიიდან“ შეიძინა. ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით დარჩა. „ვალენსიამ" მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.
„ახალი სახლი. პირველი თამაში „ენფილდზე“. ოცნება ისტორიად იქცა. უფრო მეტი გველის“, – ასე გამოეხმაურამამარდაშვილი „ენფილდზე“ სადებიუტო შეხვედრას.
ინგლისური კლუბი ბასკებს ორი შემადგენლობით დაუპირისპირდა. პირველი მატჩი გუნდებმა სათადარიგო შემადგენობით ჩაატარეს და პრემიერლიგელებმა ლა ლიგის წარმომადგენელს ანგარიშით 4:1 სძლიეს. ამ მატჩში კარში ფრედერიკ ვუდმანი იდგა.
მეორე მატჩში მამარდაშვილი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა. ინგლისურმა გუნდმა გაიმარჯვა კოდი გაკპოს (2) და მოჰამედ სალაჰის გოლების წყალობით. გაკპომ მესამე გოლიც გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში.
მამარდაშვილმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, 83-ე წუთზე კი ისეთი დარტყმა მოიგერია, „ენფილზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ქართველისთვის ოვაციები არ დანანებიათ.
„ლივერპულმა“ სეზონისთვის მზადება დაასრულა. გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასთან“ გამართავს.