https://sputnik-georgia.com/20250805/kobaxidzem-ali-asadovtan-shexvedra-gamarta-294412621.html
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
Sputnik საქართველო
კობახიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას 05.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-05T16:00+0400
2025-08-05T16:00+0400
2025-08-05T16:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294420283_0:11:1440:821_1920x0_80_0_0_b183856d0541cf5724d07ba5d3836c2d.jpg
თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.გაეროს მესამე კონფერენცია თურქმენეთის საკურორტო ქალაქ ავაზაში 5-8 აგვისტოს პერიოდში იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.უწყების ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.პრემიერმა კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.დღეს, ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვედრას გამართავს კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან და გაეროს გენმდივან ანტონიუ გუტერეშთან.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294420283_55:0:1364:982_1920x0_80_0_0_28bfdea5eec2a0de46a78b18ed90dc92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
კობახიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას
თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გაეროს მესამე კონფერენცია თურქმენეთის საკურორტო ქალაქ ავაზაში 5-8 აგვისტოს პერიოდში იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.
უწყების ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერმა კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას.
დღეს, ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვედრას გამართავს კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან და გაეროს გენმდივან ანტონიუ გუტერეშთან.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.