პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2025
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვედრას გამართავს თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან და გაეროს გენმდივან ანტონიუ გუტერეშთან.
თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის ქალაქ ავაზაში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მასპინძლობენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიუ გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის - როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის - როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომლის განცხადებითაც პრემიერ-მინისტრი სამშაბათს, 5 აგვისტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის „შუა დერეფანში".
© Сourtesy of Georgian Governmentმარიამ ქვრივიშვილი და მაკა ბოჭორიშვილი გაეროს კონფერენციაზე
Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе с делегацией принимает участие в конференции Организации Объединенных Наций в Туркменистане - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2025
მარიამ ქვრივიშვილი და მაკა ბოჭორიშვილი გაეროს კონფერენციაზე
„მათ შორისაა მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის პროექტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას „შუა დერეფანში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
გაეროს მიმდინარე კონფერენციის მთავარი აქცენტი ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველოს როლი წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვედრას გამართავს კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან და გაეროს გენმდივან ანტონიუ გუტერეშთან.
© Сourtesy of Georgian Governmentპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კონფერენციაზე
Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе с делегацией принимает участие в конференции Организации Объединенных Наций в Туркменистане - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2025
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კონფერენციაზე
მთავრობის მეთაური სამიტზე დასასწრებად დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
თურქმენეთის საკურორტო ქალაქი ავაზა გაეროს მესამე კონფერენციას 5-8 აგვისტოს პერიოდში უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.
© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს დელეგაცია, პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе с делегацией принимает участие в конференции Организации Объединенных Наций в Туркменистане - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2025
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს
კონფერენციის მთავარი თემაა მდგრადი განვითარებისთვის პარტნიორობის გაღრმავება, სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესება, ციფრული ტრანსფორმაცია, კლიმატისმდგრადობა და ასეთი ქვეყნების გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება.
ყველა ახალი ამბავი
0