https://sputnik-georgia.com/20250805/isurvege-konkurenciis-saagentom-dargveva-daudgina-294412159.html
Isurve.ge-ს დარღვევა დაუდგინდა: რას ედავება კონკურენციის სააგენტო ონლაინ-მაღაზიას
Isurve.ge-ს დარღვევა დაუდგინდა: რას ედავება კონკურენციის სააგენტო ონლაინ-მაღაზიას
Sputnik საქართველო
საქმე მომხმარებლისთვის საქონლის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ეხება 05.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-05T17:39+0400
2025-08-05T17:39+0400
2025-08-05T17:39+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487084_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_756d96f9bb2c13122b478210b2a25dbe.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ისურვეს“ მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება მომხმარებლებისთვის მტვერსასრუტის ძირითადი მახასიათებლის მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. როგორც უწყებაში აღნიშნეს, შესწავლის შედეგად ასევე დადასტურდა, რომ მოვაჭრე მომხმარებელს აწვდის „წესებსა და პირობებში“ ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაციას, რითაც არღვევს მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის, მომსახურების შეძენამდე მომხმარებლის უფლებაა სახელმწიფო ენაზე მიიღოს შესყიდვის შესახებ სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს,განმარტეს სააგენტოში. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487084_108:0:1813:1279_1920x0_80_0_0_d71bc30c10f3066382f05a60c791ad6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
Isurve.ge-ს დარღვევა დაუდგინდა: რას ედავება კონკურენციის სააგენტო ონლაინ-მაღაზიას
საქმე მომხმარებლისთვის საქონლის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ეხება
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ისურვეს“ მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება მომხმარებლებისთვის მტვერსასრუტის ძირითადი მახასიათებლის მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას.
„დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიდა მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის მხოლოდ მაქსიმალური მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციური რეჟიმების უმეტეს ნაწილში მოწყობილობა ამ ხანგრძლივობით ვერ მუშაობდა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, შესწავლის შედეგად ასევე დადასტურდა, რომ მოვაჭრე მომხმარებელს აწვდის „წესებსა და პირობებში“ ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაციას, რითაც არღვევს მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის, მომსახურების შეძენამდე მომხმარებლის უფლებაა სახელმწიფო ენაზე მიიღოს შესყიდვის შესახებ სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს,განმარტეს სააგენტოში.
„შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს.
12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.