https://sputnik-georgia.com/20250805/evgenia-guculi-daapatimres-294429749.html
მატვიენკო: გუცულის განაჩენი პოლიტიკური რეპრესიების საშინელი აქტია
მატვიენკო: გუცულის განაჩენი პოლიტიკური რეპრესიების საშინელი აქტია
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გაგაუზიის ხელმძღვანელის, ევგენია გუცულის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკური რეპრესიის ცინიკური აქტი კანონიერად არჩეული... 05.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-05T17:27+0400
2025-08-05T17:27+0400
2025-08-05T17:27+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მოლდოვა
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294429313_0:0:2773:1560_1920x0_80_0_0_a1bdeb2909e076f03533d76e6b6de832.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გაგაუზიის ხელმძღვანელის, ევგენია გუცულის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკური რეპრესიის ცინიკური აქტი კანონიერად არჩეული პოლიტიკოსისადმი, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალინტინა მატვიენკომ.მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ მშვიდად მიიღო გადაწყვეტილება ადამიანის პოლიტიკური ბედის გართულების თაობაზე, რომელიც მათ მოლდოვაში ხელისუფლების მიტაცებაში უშლის ხელს და ამასთან „ბევრი წლით ჩასვა ციხეში ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს“.მანამდე კიშინიოვის საოლქო სასამართლომ გუცულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აკრძალული პარტია „შორის“ დაფინანსების საქმეზე სასჯელის დაუყოვნებლივი აღსრულებით. დაცვის მხარე 15 დღის განმავლობაში გეგმავს განაჩენის გასაჩივრებას კიშინიოვის სააპელაციო პალატაში.
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294429313_44:0:2773:2047_1920x0_80_0_0_89242165988e33e59f19a3b51877f426.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მოლდოვა, რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მოლდოვა, რუსეთი, პოლიტიკა
მატვიენკო: გუცულის განაჩენი პოლიტიკური რეპრესიების საშინელი აქტია
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გაგაუზიის ხელმძღვანელის, ევგენია გუცულის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკური რეპრესიის ცინიკური აქტი კანონიერად არჩეული პოლიტიკოსისადმი, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალინტინა მატვიენკომ.
„ის, რაც სანდუს კიშინიოვურმა რეჟიმმა ჩაიდინა სასამართლო ორგანოების ხელით, თავისი არსით არის არა მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების საშინლად ცინიკური აქტი გაგაუზიაში სახალხოდ არჩეული პოლიტიკოსის მიმართ, არამედ ეს არის კონკრეტული ადამიანების შუასაუკუნეობრივი მხეცური არსის გამოვლინება, რომლებსაც აქვთ კონკრეტული სახელები და გვარები, და რომლებზეც ფსონი დადო დასავლეთმა“, — დაწერა მატვიენკომ თავის Telegram-არხზე.
მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ მშვიდად მიიღო გადაწყვეტილება ადამიანის პოლიტიკური ბედის გართულების თაობაზე, რომელიც მათ მოლდოვაში ხელისუფლების მიტაცებაში უშლის ხელს და ამასთან „ბევრი წლით ჩასვა ციხეში ქალი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს“.
მანამდე კიშინიოვის საოლქო სასამართლომ გუცულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აკრძალული პარტია „შორის“ დაფინანსების საქმეზე სასჯელის დაუყოვნებლივი აღსრულებით. დაცვის მხარე 15 დღის განმავლობაში გეგმავს განაჩენის გასაჩივრებას კიშინიოვის სააპელაციო პალატაში.