https://sputnik-georgia.com/20250804/shengelaias-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotkvamen-294394512.html
ქვეყნის პირველმა პირებმა ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
ქვეყნის პირველმა პირებმა ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
Sputnik საქართველო
ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. 04.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-04T15:00+0400
2025-08-04T15:00+0400
2025-08-04T15:00+0400
საქართველო
საქართველოს სიამაყე
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22991/70/229917070_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b4f317f0998f8db27cf74ebe73af39ac.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 4 აგვისტოს გავრცელდა - რეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.როგორც პრემიერმა სამძიმრის წერილში აღნიშნა, ელდარ შენგელაიას სახით ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა. „როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“, - დაწერა კობახიძემ. ქართველი კინორეჟისორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის გარდაცვალება მისი ოჯახის წევრებს, კონოსაზოგადოებას და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ელდარ შენგელაიას შემოქმედება ქართული ტიპაჟებით, თვითირონიით, ინდივიდუალიზმით, ტკივილისა და იმედის განცდით - დიდიხანია გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად.ვინ იყო ელდარ შენგელაია ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძისა და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა. ელდარ შენგელაიამ 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.შენგელაიამ შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო ფილმ-ზღაპრებით „ლეგენდა ყინულის გულზე“ და „თოვლის ზღაპარი“ (ორივე სურათი ა. სახაროვთან ერთად გადაიღო). 1963 წელს თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი „თეთრი ქარავანი“ გადაიღო.პირველი აღიარება რეჟისორს 1969 წელს გადაღებულმა „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“ მოუტანა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ფილმები „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომლებიც ქართული კინოს შედევრებად არის აღიარებული.შენგელაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: კიევში ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კინოფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ (ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1969), კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1978), კინემატოგრაფიაში მიღწევებისთვის ფარაჯანოვის სახელობის პრემია (ერევანი, IX საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ატამი“, 2012), წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2009), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია („ექსპრეს-ინფორმაცია“, 1994) და სხვ.კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22991/70/229917070_168:0:1500:999_1920x0_80_0_0_8adba306083c9242715375b767bdbfcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ქვეყნის პირველმა პირებმა ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 4 აგვისტოს გავრცელდა - რეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.
როგორც პრემიერმა სამძიმრის წერილში აღნიშნა, ელდარ შენგელაიას სახით ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
„როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“, - დაწერა კობახიძემ.
ქართველი კინორეჟისორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა. სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, - დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის გარდაცვალება მისი ოჯახის წევრებს, კონოსაზოგადოებას და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა.
„ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო- უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ.მის ფილმები, არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურის ნაწილია, მისი კინოფრაზები კი ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ დიალოგებად იქცა“, - დაწერა სოციალურ ქსელში კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ელდარ შენგელაიას შემოქმედება ქართული ტიპაჟებით, თვითირონიით, ინდივიდუალიზმით, ტკივილისა და იმედის განცდით - დიდიხანია გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად.
ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძისა და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა.
ელდარ შენგელაიამ 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
შენგელაიამ შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო ფილმ-ზღაპრებით „ლეგენდა ყინულის გულზე“ და „თოვლის ზღაპარი“ (ორივე სურათი ა. სახაროვთან ერთად გადაიღო). 1963 წელს თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი „თეთრი ქარავანი“ გადაიღო.
პირველი აღიარება რეჟისორს 1969 წელს გადაღებულმა „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“ მოუტანა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ფილმები „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომლებიც ქართული კინოს შედევრებად არის აღიარებული.
შენგელაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: კიევში ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კინოფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ (ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1969), კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1978), კინემატოგრაფიაში მიღწევებისთვის ფარაჯანოვის სახელობის პრემია (ერევანი, IX საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ატამი“, 2012), წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2009), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია („ექსპრეს-ინფორმაცია“, 1994) და სხვ.
კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.